label
გიწვევთ მსოფლიოში უნიკალური ტალახით სამკურნალოდ!

სანატორიუმი ახტალა დამსვენებლებს ჰპირდება საუკეთესო მომსახურებას და მკურნალობის მაღალხარისხიან ეფექტს.

ტალახი წარმატებით გამოიყენება შემდეგი დაავადების სამკურნალოდ:
1. ძვალსახსართა სისტემის დაავადებები: ართრიტები და პოლიართრიტები: რევმატიული, სპეციფიური და არასპეციფიური ხასიათის მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირზე. ხერხემლის სვეტის დაავადებები- სპონდილოზი, ამოვარდნილობების და მოტეხილობების შემდეგ პერიოდში.
2. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: რადიკულიტი, ფლექსიტი, საჯდომი ნერვის ანთება-იშიაზი. პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენები, ცერებრალური დამბლით გამოწვეული პარეზები – ბ.ც.დ.
3. მუცლის ღრუს შეხორცებითი დაავადებები.
4. ქალის სასქესო ორგანოთა დაავადებები, რომელიც ხშირად უშვილობის მიზეზია.
დანამატების და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებები, განუვითარებლობა, ფუნქციის დაქვეითება, შეხორცებები მცირე მენჯის ღრუში. ფალოპის მილების გაუვალობა ან დაქვეითება.
5. მამაკაცისწინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთება, ფუნქციის დაქვეითება.
6. კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა და სხვა.

ტალახის პროცედურებთან ერთად გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული მკურნალობა თანამედროვე აპარატურით.


გალერია

Gallery