1/2
Information board
SORT BY:
Sanatorium's Residential Building

კურორტი საირმე მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის რეგიონს ეკუთვნის. არის ყველაზე დიდი კურორტი ევროპასა და ამიერკავკასიაში. მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს, არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტი საირმის რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომერით, სადაც 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა ერთდროულად. აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად. განახლებული სასტუმრო საირმე სასტუმრო საირმე 152 ნომერს აერთიანებს და 390 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. შეესაბამება 4 ვარსკვლავის სტანდარტებს. სასტუმროს კომფორტული, მყუდრო და მშვიდი საცხოვრებელი სივრცე დაცვის განსაკუთრებული სერვისით გამოირჩევა. სასტუმრო ცენტრალური პარკშია, რომლის გამწვანებაზე ყოველდღიურად განსაკუთრებული სიფრთხილით ზრუნავენ. მოწყობილია ბილიკები, მოსასვენებელი ფანჩატურები და გასართობი სივრცეები. სასტუმროს ოთახები თანამედროვე დიზაინითაა შექმნილი. ნეიტრალური ხის ფერები, კლასიკური კომფორტი და აივნიდან ბუნების ხედი. BEST WESTERN SAIRME კურორტ საირმეში ახალი ბრენდული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Best Western Sairme Resort“-ი გაიხსნა, სასტუმრო სრულად პასუხობს თანამედროვე ტენდენციებს თავისი ინტერიერით, უნიკალური ადგილმდებარეობით და ინფრასტრუქტურით. ვრცელ სივრცეზე გაშლილი, სიმწვანეში ჩაფლული სასტუმრო, კომფორტული, აივნიანი ნომრებით და საუცხოო ხედებით სტუმრებს მრავალფეროვან დასვენებას ჰპირდება. სასტუმროში არსებული ლაუნჯი ღია ტერასით, მყუდრო ბარით და ბუხრით, ვიოლინოსა და როიალის ჰანგებით გარემოს უკეთესად აღქმაში დაგეხმარებათ. თერმული სპა და ველნესი კურორტზე წარმოდგენილი „თერმული სპა და ველნესი“ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს დამსვენებლებს. სპა ცენტრში წარმოდგენილია დახურული აუზი, მარილის ოთახი, რომელიც საუკეთესოა სასუნთქი გზების დაფილტვების წმენდისთვის, სველი და მშრალი საუნა, ასევე სხვადასხვა სამკურნალო და გამაჯანსაღებელი საპროცედურო კაბინეტები. აღსანიშნავია, რომ სპა ცენტრში ყველა პროცედურა თერმული წყაროებით კეთდება. აქვე წარმოდგენილია ღია საცურაო აუზიც, რომელიც მიწიდან ამოსული, 41 გრადუსის თერმული წყაროთი ივსება. სატრენაჟორო დარბაზი, ორთქლისა და სველი აბაზანები უახლესი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპა ცენტრი ასევე გთავაზობთ ისეთ პროგრამას როგორიცაა: Slim Time (უნიკალური, ჯასაღი გასახდომი პროგრამა). შეგიძლიათ დაიკლოთ წონაში ჯანსაღი პროგრამების საშუალებით. მინერალური წყაროები ერთ ჯადოსნურ ამბავს მოგიყვებით. თქმულების თანახმად, წყალი ირემს ადევნებულმა მონადირეებმა აღმოაჩინეს, წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვაზე ამოდიოდა და მის გარშემო ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. 3 კმ-ში კი მწყემსებმა უჩვეულო რამ აღმოაჩინეს. ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. ამ ჯადოსნური ადგილის საიდუმლო, მიწის სიღრმეში გეოლოგების აღმოჩენილი ცხელი თერმული წყალი იყო. წყაროები კი მე-19 საუკუნეში შეისწავლეს და ქიმიური ანალიზის შემდეგ, ყველა მათგანს უნიკალურობა და სამკურნალო შესაძლებლობები დაუდგინეს: ბიუვეტი # 1 : შარდ - კენჭოვანი დაავადებები (თირკმლის ქორნიკული დაავადებები, მარილოვანი დიათეზი,ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით). ბიუვეტი # 2 : ნაღვლ - კენჭოვანი დაავადებები (ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი არაგამწვავებული ფორმით, ასევე მკურნალობა პროფილაქტიკური მიზნით). ბიუვეტი # 3 : ნივთიერებათა ცვლის მოშლა (შაქრიანი დიაბეტი, მარილოვანი დიათეზი, ართრიტი, ოსტეოქონდროზი). ბიუვეტი # 4: კუჭ - ნაწლავის დაავადებები (წყლულოვანი დაავადებები, მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა, კოლიტი). კომპაკ სპორტინგი სასროლეთი ბრიტანული აპარატურით გათვლილია, როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალი მსროლელებისთვის. აქტივობები ზიპ ლაინი - 800 მეტრის ზიპ ლაინი, რომელიც კურორტის პარკში მთებიდან ეშვება ყველაზე გრძელია ევროპასა და ამიერკავკასიაში. თოკების ქალაქი - თოკების ქალაქი, რომელიც საკმაოდ ექსტერმალური და ძალიან სახალისო გასართობია. გარე აუზი (თერმული მინერალური წყაროთი), ბარი, გასართობი მოედნები, ველო სერვისი, კვადრო ტურები. ბარი და რესტორანი კურორტზე კულინარიული მოგზაურობისთვის ქართული რესტორანი „ტერასა“, იტალიური რესტორანი და საპიკნიკე კოტეჯი (კომპაკ სპორტინგთან) დაგხვდებათ, სადაც კერძების დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ მიმდებარე სოფლებში, ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილი, ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტები. მრავალფეროვანი კოქტეილების დაგემოვნება კი ორი სასტუმროს ლაუნჯ ბარში შეგიძლიათ. საკონფერენციო დარბაზები, კორპ. ღონისძიებები იდეალური დანამატი ბიზნეს სტუმრებისთვის. მოემზადე ახალი გამოცდილებისთვის, გაექეცი რუტინას საირმეში. გაზარდე პროდუქტიულობა, საქმის ხარისხი, კრეატიულობა და შეუთავსე საქმეს პირადი სიამოვნება. შეხვედრები, კონფერენციები, მასტერკლასები, კორპორატიული წვეულებები თქვენი საჭიროებების მიხედვით მოეწყობა.

LEARN MORE
LOAD MORE