label
სამკურნალო ტალახი თქვენი ჯანმრთელობისთვის

ავადმყოფთა კომპლექსური მკურნალობის  მეთოდები ახტალის კურორტზე

ახტალის კურორტზე კლინიკური და ექსპერიმენტალური დაკვირვებებისა და  მრავალწლიანი  გამოცდილების  საფუძველზე  შემუშავებულია  სხვადასხვა დაავადებების  მქონე ავადმყოფების  დიფერენცირებული  მეთოდები.

 

  1. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მქონე ავადმყოფთა ტალახით მკურნალობის მეთოდიკა

ა) სახსრებისა და ხერხემლის დაავადებები

ანთებითი ართრიტები

რევმატოიდული ართრიტი (რა) (ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტი) - შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება ანთებითი პროცესის უპირატესი ლოკალიზაციით სახსრებში. დაავადება ხასაითდედება  მყარი პროგრესული მიმდინარეობით, რაც იწვევს ავდმყოფის ინვალიდობას ადრეულ ასაკში.

რევმატოიდული ართრიტის მქონე ავადმყოფთა გამოჯანმრთელება დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ-ანატომიურ ფორმაზე და ანთებითი პროცესის აქტივობის ხარისხზე. ამასთან დაკავშირებით  რევმატოიდული ართრიტის  მქონე ავადმყოფთა შერჩევა ტალახით მკურნალობისათვის უნდა იყოს მკაცრი და ინდივიდუალური, რათა თავი ავარიდოთ არასასურველ გართულებებს.

ტალახით მკურნალობა ეფექტურად მიმდინარეობს რევმატოიდული პოლიართრიტის, რემისიის ფაზაში ოლიგო-მონოართრიტის ან აქტივობის მინიმალური დონის პათოლოგიური პროცესების დროს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციების დარღვევით არა უმეტეს I და II ხარისხისა.

მკურნალობა ინიშნება ზოგადი ან ადგილობრივი 40-42-440 ტემპერატურის ტალახის აპლიკაციების სახით, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. პირველი ორი აპლიკაცია ტარდება დღეგამოშვებით, შემდგომში კი ორი-სამი დღე ზედიზედ შემდგომი დასვენების დღით. ტალახით მკურნალობის კურსი ავადმყოფის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე  განისაზღვრება 12-18 პროცედურით.

სახსრების მრავალჯერადი დაზიანებისას გამოიყენება 36-380 ტემპერატურის  ტალახის ხსნარის აბაზანები, პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთი, მკურნალობის კურსი შედგება 10-15 აბაზანისაგან.  

სახსრებში ანთებითი პროცესის ადგილობრივი გაუმტკივარებისა და გაწოვის ზემოქმედებისათვის ტალახით მკურნალობა კომბინირებულია რიგ ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან, რომელთა  შორის  ხშირად გამოიყენება: ულტრაბგერები, გიდროკორტიზონის ფონოფორეზი, ხვადასხვა მცენარეული ნივთიერებების (ანალგინი, სალიცილატები, ნოვოკაინი, ლითიუმი და სხვ.)ელექტროფორეზი, ულტრამაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ველი, მიკროტალღური თერაპია, მოკლეტალღური დიამეტრია, ულტრაიისფერი გამოსხივება და სხვ. ერთდროულად ფიზიოთერაპიული პროცედურა უტარდება არა უმეტეს ორ სახსარს. ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე  ერთ-ერთ  ზემოთჩამოთვლილ მროცედურას უნდა  ენაცვლებოდეს ტალახით მკურნალობა, ერთდროული დანიშვნის დროს კი დაცული უნდა იქნას ინტერვალი 3-4 საათი ტალხის პროცედურის მიღების შემდეგ. მკურნალობის კურსი უნდა დაინიშნოს 10-დან 15-მდე ფიზიოთერაპიული პროცედურით.

მკურნალობის კოპლექსში ასევე შედის რეგიონული კუნთების მასაჟი  და მოძრაობათა შესაბამისი რეჟიმი - სამკურნალო ვარჯიში  ან მექანოთერაპია (კურსი 15-დან 20 პროცედურამდე).

სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი ტალახით მკურნალობის ფონზე ხელს უწყობ სახსრების ფუნქციის აღდგენას და იცავს კონტრაქტურისა და ანკილოზების განვითარებისაგან.

ტალახით მკურნალობის პროცესში 2-3 პროცედურის შემდეგ ხშირად იწყება სუსტად გამოკვეთილი ბალნეოლოგიური რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას, ადვილად ექვემდებარება ანტირევმატულ მედიკამენტებს (ასპირინი,რეოპირინი, ანალგინი,ბუტადიონი) და ტრანკვილიზატორებს (ბელოიდი, ბელასპონი), ტალახით მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.

ხოლო თუ ბალნეორეაქციას ახლავს  მაღალი სიცხე და პათოლოგიური პროცესის აქტივობა (ბალნეოპათოლოგიური რეაქცია), მაშინ მიზანსწონილია დროებით შეწყდეს ტალახით მკურნალობა დ დაინიშნოს შესაბამისი მედიკამენტური თერაპია. ამასთან ერთად, რამოდენიმე დღის განმავლობაში უნდა შეიზღუდოს  ნახშირწყლებისა და სუფრის მარილის მიღება. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული ავადმყოფის საკვები უნდა იყოს სრულყოფილი, შეიცავდეს A, B1, B2  და C ვიტამინებს.

ახტალის კურორტზე ავადმყოფთა მკურნალობის  ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს ასევ აეროგელიოთერაპია - კლიმატო-მკურნალობის ერთ-ერთი სახე.

რევმატული პოლიართრიტი (სოკოლსკი-ბუიოს დაავადება).  რევმატიზმი მიეკუთვნება კოლოგენურ დაავადებებს, უპირატესად გულის დაზიანებით,  რევმატული პოლიართრიტი კი წარმოადგენს აღნიშნული დაავადების გამოვლენის მწვავე სტადიას.

რევმატული პოლიართრიტით დაავადებულთა მკურნალობა ახტალის კურორტზე  დიდი სიფრთხილით უნდა ჩატარდეს. ტალახით მკურნალობა უნდა დაინიშნოს რემისიის პერიოდში, არააქტიულ ფაზაში,  მწვავე შეტევიდან 10-12 თვის შემდეგ, დაავადების კლინიკურად გამოვლენილი ნიშნებისა  და  გულ-სისხლძარღვთა  სისტემის უკმარისობის გარეშე.

ტალახი იდება აპლიკაციის სახით ერთ ან რამოდეიმე სახსარზე. ტალახის ტემპერატურა 39-400, პროცედურის ხანგრძლივობა 15 წუთი. პირველი 2-3 ტალახის აპლიკაცია ინიშნება დღეგამოშვებით, შემდგომ დღეებში - ორი პროცედურა ზედიზედ ერთდღიანი შესვენებით, მკურნალობის კურსი 10-12 აპლიკაცია.

ტალახით მკურნალობის დროს ზომიერად გამოხატული ბალნეოლოგიური რეაქციის დროს აბაზანებს, როგორც წესი არ წყვეტენ. უფრო გამოხატული ბალნეოლოგიური რეაქციის დროს (ტემპერატურის მომატება 380 და ზევით, ტკივილის გაძლიერება სახსრებში, რევმატული პროცესების აქტივობის გაძლიერება) უნდა შეწყდეს ტალახით მკურნალობა და ჩატარდეს მედიკამენტური თერაპია (ანტიბიოტიკები, სალიცილის, პირაზოლონური, ინდოლური პრეპარატები, ბრუფენი, ანალგინი, კორტიკოსტეროიდები და სხვ.).

გამწვავების დროს ეფექტურია სახსრების ულტრაიისფერი დასხივება ერითემული დოზებით, ასევე ანთების საწინააღმდეგო დიეტის დანიშვნა ნახშირწყლებისა და სუფრის მარილის შეზღუდვით.

ანკილოზირებადი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება) განიხილება, როგორც ორგანიზმის ზოგადი დაავადება, რომლის დროსაც ხერხემლისა და პერიფერიული სახსრების  დაზიანება წარმოადგენს დაავადების ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს. 

ბეხტერევის დაავადება მიეკუთვნება კოლაგენური დაავადებების ჯგუფს. ავტორთა ნაწილი ამ დაავადებას მიაკუთვნებს რევმატოიდულ ართრიტს, თუმცა უმრავლესობა თვლის, რომ უფრო მართებულია ბეხტერევის დაავადება განიხილონ, როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგიური ფორმა.  

ანკილოზირებადი სპონდილოართრიტით დაავადებულთა მკურნალობა ახტალის კურორტზე დაშვებულია დაავადების ცენტრალური და პერიფერიული ფორმების შემთხვევაში, არააქტიურ ფაზაში ან ანთებითი პროცესის აქტივობის მინიმალური და ზომიერი ხარისხის შემთხვევაში. დაავადების ადრიულ  სტადიაზე, ვიცერალური დაზიანებების არ არსებობის შემთხვევაში  ინიშნება ტალახის აპლიკაციები სეგმენტურად ხერხემალზე,  გავის ძვლის არეში და დაზიანებულ სახსრებზე. ტალახის ტემპერატურა შეადგენს 38-430, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. მკურნალობის კურსი - 12-14 პროცედურა. დაავადების უფრო გვიან სტადიაზე, თუ შინაგანი ორგანოები არ არის  დაზიანებული, ტალახის პროცედურების რაოდენობა შეიძლება შეადგენდეს 15-20.

ფიზიოთერაპიული პროცედურებიდან კონტრაქტურის, კუნთების ატროფიის,  განვითარების, ხერხემალში  მოძრაობის შეზღუდვის თავის არიდების მიზნით,   რეკომენდებულია დიატერმიის, ინდუქტოთერმიის, ულტრაბგერების გამოყენება. სახსრებში ანთებითი ცვლილებებისას კი მიზანშეწონილია გიდროკორტიზონის ფონოფორეზის დანიშვნა. ბეხტერევის დაავადების ცენტრალური ფორმის დროს, ანთებითი პროცესის დაბალი აქტივობისა და გამოკვეთილი ტკივილის სინდრომის დროს რეკომენდებულია დიადინამიური დენის დანიშვნა. ნებისმიერი ფიზიოთერაპიული ღონისძიებები ტარდება ყოველდღიურად ან ტალახით მკურნალობის დამოუკიდებელ დღეებში. მკურნალობის კურსი 10-დან 15 პროცედურა.

ბეხტერევის დაავადების დროს ეფექტურია სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი. აღნიშნული პროცედურები უნდა ჩატარდეს სისტემატიურად.

 

ინფექციური სპეციფიკური ართრიტები, პოლიართრიტები

აღნიშნულ სახელწოდებაში  გაერთიანებულია სახსრების დაავადებები, რომელთა ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს განსაზღვრული სპეციფიკური ინფექცია (გონორეა, ბრუცელოზი, დიზინტერია, სეფსისი და სხვ.).

            ბაქტერიულ ტოქსინებს ორგანიზმის სენსიბილიზირებით შეუძლიათ გამოიწვიონ სახსრების ალერგიული რეაქცია. ამ დროს იქმნება მწვავე  პოლიართრიტი, რომელიც კლინიკურად ძალიან ჰგავს რევმატულს.

კლინიკური დაკვირვებევით დადგინდა, რომ თავისი განვითარების სტადიაზე, ზოგადი პათოლოგიური პროცესის სრული ლიკვიდაციის დროსაც კი ინფექციური სპეციფიკური ართრიტები ქრონიკულ ფორმას იღებენ. თერაპიის ჩატარების შემდეგ მიღებულია ტალაცით მკურნალობა საერთო და  ადგილობრივი აპლიკაციებისა და აბაზანების სახით ტალახის ტემპერატურა 38-440, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. პირველი 2-3 პროცედურა ინიშნება დღეგამოჩვებით; თუ ორგანიზმი კარგად გადაიტანს ტალახის პროცედურები უნდა ჩატარდეს ორი სამი დღე ზედიზედ, შემდეგი დასვენეის დღით. მკურნალობის კურსი განისაზღვრება 12-14 პროცედურით.

ა          ქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრუცელოზური ართრიტების დროს ტალახით მკურნალობა დაშვებულია  მხოლოდ სამი თვის შემდეგ, როდესაც ორგანიზმის ტემპერატურა დასტაბილურდება, სხვა ართრიტების შემთხვევაში (გონორეის, დიზენტერიის) ტალახით მკურნალობის დაწყება უფრო ადრე შეიძლება. მწვავე  ართრიტის დროს აპლიკაციების ტემპერატურა არ უნდა იყოს მაღალი - 38-390.

ტალახის პროცედურების კურსი ქრონიკული სპეციფიკური ართრიტების დროს, სახსრების დეფორმირებისა და ანკილოზირებისადმი მიდრეკილებით უნდა შეადგენდეს 20.

 

დეფორმირებადი ოსთეოართროზი (დოა)

პირველად დეფორმირებად ოსტეოართროზს უწოდებებნ სახსრების დისტროფულ დაავადებას, რომლის საფუძველს წარმოადგენს ხრტილის პირველადი დეგენერაციული დაზიანება შემდგომი ძვლის გაზრდით, რაც იწვევს სახსრების ფუნქციის დეფორმაციასა და დარღვევას.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ასეთი გენერალიზირებული დაზიანება  კლინიკურად ვლინდება მცირე რაოდენობის მეტად დაზიანებულ სახსრებზე. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს პოლიოსტეოართროზის სახით. აქვე უნდა აღინიშნოს მეორადი დეფორმირებადი ოსთეოართროზი ტრავმის, ართრიტის ან თანდაყოლილი ანომალიების  საფუძველზე.

აუცილებელია შევჩერდეთ  იმ დაავადებების ჯგუფზე, რომლებიც დაკავშირებულია ხერხემლის შესახსრებაში ხრტილის პირველად დეგენერაციულ დაზიანებასთან. მათ მიეკუთვნება მალთაშორისი ოსტეოხონდროზი, დეფორმირებადი სპონდილოზი და სპონდილოართროზი.

ტალახით მკურნალობა ზემოთაღნიშნული დაავადებების დროს ტარდება კომპლექსში ფიზიოთერაპიასთან, სამკურნალო ვარჯიშებთან და მასაჟთან ერთად იგივე პრინციპებით, რაც სახსრების ანთებითი დაავადებების დროს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კომპლექსური თერაპია უფრო ფართედ და უფრო ინტენსიურად უნდა იქნას გამოყენებული. ტალახით მკურნალობის აპლიკაციური მეთოდი  გამოიყენება ერთი ან ორი სახსრის დაზიანებისას ხერხემლის სახსრებით დაავდებულ ავადმყოფებში.  ორგანიზმის კარგი ამტანიანობის შემთხვევაში (ინდივიდუალურ შემთხვევებში) უკეთესია დაინიშნოს ტალახის აბაზანები.

 

პოდაგრა

პოდაგრა - ეს არის  ნოვთიერებათა ცვლის დაავადება, რომელიც  ვლინდება სახსრების ტკივილით და მიეკუთვნება მეტაბოლური ართრიტების ჯგუფს. შარდის მჟავის ცვლის დარღვევა, მისი ნაერთების დანალექი ორგანოებსა და ქსოვილებში იწვევს ანთებით და დესტრუქციულ  სკლეროტულ  ცვლილებების განვითარებას, ხშირად სახსრებში.

პოდაგრის კლინიკაში გამოყოფენ ორ პერიოდს ინტერმიტირებულსა და ქრონიკულს, ყოველი მათგანი ხასიათდება კლინიკური გამოვლენისა და მიმდინარეობის თავისებურებებით.

პოდაგრით დაავადებულთა მკურნალობა ტარდება დიფერენციალურად, დაავადების ფორმისა და პერიოდის გათვალისწინებით, სამკურნალო კვებისა ფონზე, პურინითა და სუფრის მარილით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვით.  (მაგიდა #6 პევზნერის მიხედვით).

ღონისძიებათა კომლექსი ორგანიზმში შარდის მჟავის შემადგენლობის შესამცირებლად უნდა განხორციელდეს კურორტულ მკურნალობამდე, დისპანსერში (ურიკოზურინული და ერიკოდეპრესიული საშუალებები, ანტურანი, ეტამიდი, ბენემიდი, მილურიტი, ალლოპურინოლი, რეპატოკატალაზა, ოროტის მჟავა და სხვ.).  მწვავე პოდაგრული ართრიტის თერაპია  ტარდება სტაციონარულ პირობებში, ხოლო ქრონიკული პილიართრიტის მკურნალობა რეკომენდებულია პერიოდულად ჩატარდეს ბოლნეოლოგიური პროფილის კურორტზე. ახტალის კურორტზე პოდაგრით დაავადებულთა ტალახით მკურნალობა რეკომენდებულია ჩატარდეს რემისიის სტადიაში ვისცერალური გამოვლინების გარეშე. ტალახის პროცედურები ინიშნება დამხმარე სამკურნალო საშუალებებთან კომპლექსში (ფიზიოთერაპია, სამკურნალო ვარჯიში, მასაჟი).

ახტალის კორორტზე სახსრების დაავადებებით ავადმყოფთა მკურნალობა დასაშვებია. მთელი წლის განმავლობაში ავადმყოფებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ  გართულებისაკენ,  უმჯობესია მკურნალობა წელიწადის თბილ დროს ჩაუტარდეთ.

 

ძვლების, კუნთებისა და მყესების დაავადებები

ძვლების მოტეხილობის დროს, ძვლოვანი კოჟრის წარმოქმნის შემდეგ, ასევე ოსტიტისა და ტრავმული და ცეცხლსასროლი წარმოშობის პეროსტიტების დროს რეკომენდებულია ინტენსიური მკურნალობა ტალახით (აპლიკაციები,ზოგადი და ადგილობრივი აბაზანები). ტალახის ტემპერატურა უნდა იყოს 38-440 ფარგლებში, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი ყოველდღე ან დღეგამოშვებით, მკურნალობის კურსი 12-16 პროცედურა.

ტალახით მკურნალობა შეთავსებულ უნდა იქნას ფიზიოთერაპიასთან, სამკურნალო ვარჯიშებთან, მექანოთერაპიასთან და მასაჟთან.   

 ასეთივე სქემით უნდა ჩატარდეს ტალახით მკურნალობა სახსრების რბილი ქსოვილების სხვადახვა დაავადებების დროს (ქრონიკული მიოზიტები, ფიბრომიოზიტები, ბურსიტები, ტეიდოვაგინიტები და სხვ.)

ურყევი კონტრაქტურის ნაწიბურის შემთხვევაში: კანის, კუნთების,  მყესების და სხვ. თალახით მკურნალობის კურსი წარმოადგენ დამხმარე კურს ოპერატიული ჩარევისათვის ან მას შემდეგ ტარდება.

 

II. პერეფერიული სახსრების დაავადებათა ტალახით მკურნალობის მეთოდიკა

ათეროსკლეროზით  დაავადებულთა ტალახით  მკურნალობა ახტალის კურორტზე აპლიკაციური მეთოდით ხორციელდება 38-400, პროცედურის ხანგრძლივობა 10-12-15 წუთი.

დაავადების პირველ სტადიაზე 2-3 აპლიკაცია ინიშნება დღეგამოშვებით, შემდეგ კი 3 პროცედურა ზედიზედ, მომდევნო შესვენების დრით. მკურნალობის კურსი 12-15 პროცედურა. დაავადების მეორე სტადიაზე ტალახის აპლიკაციები ინიშნება დღეგამოშვებით, 10-12 დღიანი კურსით.

მკურნალობის კომპლექსში შედის ფიზიოთერაპული პროცედურები: გეპარინის ელექტროფორეზი, ცინკის ლითიუმი, ინდუქტოტერმია, ულტრა მაღალი სიხშირის თერაპია, დიადინამიკური დენები, სინუსოიდური მოდულირეული დენები (ამპლიპულსი  ზტ). მკურანლობის კურსი 7-8 პროცედურით. ფიზიოთერაპიული პროცედურები ინიშნება იმ დღეებში, როდესაც არ ტარდება ტალახით მკურნალობა ან 2-3 საათიანი შესვენებებით პროცედურებს შორის.

ფლებიტების, ტრომბოფლებიტების დროს კოლატერალური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზნით დაზიანებულ კიდურზე გამოიყენება ტალახის აპლიკაციები 38-400, 10-12 პროცედურა. ტალახით მკურნალობა დაშვებულია 5-6 თვის შემდეგ გადატანილია მწვავე ტრომბოფლებიტისა და ღრმა ვენებში მწავავე მოვლენების შემდეგ.

ფიზიოთერაპიული პროცედურების შემდეგ დაზიანებულ ვენაზე ინიშნება ადგილობრივი დარსონვალიზაცია 5 წუთი ყოველდღიურად. მკურნალობის კურსი 12-15 პროცედურა. სისხლის ჰიპერკოაგულაციის შემთხვევაში  მიზანშეწონილია გეპრინ-ელექტროფორეზის გამოყენება. თუ დაავადება გართულებულია წვივის ტროფიული წყლულით, წყლულის ადგილზე რეკომენდებულია ულტრაიისფერი დასხივება. 

 

III. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების

ტალახით მკურნალობის მეთოდიკა

ახტალის კურორტზე ტალახით მკურნალობა რეკმენდებულია ნერვული სისტემის შემდეგი დაავადებების დროს:

ა. პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმის დაავადებები და მათი შედეგები.

1) სხვადსხვა ლოკალიზაციის რადიკულტები, ასევე ინფექციურ-ალერგიული, ასვე მეორადი, დამოკიდებული ხერხემლის დაავადებებზე, დისკოპათიების (ოსტეოხონდროზები, დისკებზე ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა), გინეკოლოგიური და სხვა დაავადებები მწვავე პერიოდის დასრულებამდე, ასევე უფრო გვიან სტადიაებზეც.

2) პოლირადიკულონეფრიტები (პოლინეფრიტები,პრექსიტები,ნეფრიტები და ნეიროფიბრომიელიტები, ინფექციური და ტოქსიკური მწვავე პერიოდის დასრულებისას, ასევე უფრო გვიან  სტადიებზე ფუნქციის ხანგრძლივი აღდგენისას.

3) ნერვული სისტემის პერიფერიული არეების  ადრეული და სხვა პრავმების შედეგები .

ბ. ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმების  დაავადებები და შედეგები.

  1. მენინგომიელორადიკულიტები, მიელიტები და ეპიდემიური ოლიომიელიტის შედეგები (აღდგენილ და რეზიდუალურ პერიოდებში).
  2. თავის ტვინის ტრავმის შედეგები  მამოძრავებელ არეში  არამკვეთრი დაზიანებებით (პარალიჩი).
  3. ზურგის ტვინის, მისი გარსებისა და ცხენის კუდის  ნაადრევი და სხვა ტრავმების შედეგები.  

ტალახი ინიშნება ზოგადი და ადგილობრივი აპლიკაციებისა და ზოგადი აბაზანების სახით, ტემპერატურა 38-440, პროცედურის ხანგრძლივობა 5-20 წუთი.

ფიზიოთერაპიული მკურნალობის ჩართვა და პროცედურების მონაცვლეობა იგივე სქემით მიმდინრეობს, რაც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის  დაავადებების დროს.

 

IV. გინეკოლოგიური დაავადებების ტალახით მკურნალობის მეთოდიკა.

ტალახით მკურნალობა ახტალის კურორტზე რეკომენდებულია სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების მქონე ქალბატონებისათვის ქრონიკულ სტადიაში (ადნექსიტი, პარამეტრიტი,პელვეოპერიტონიტი, ოპერაციის შემდგომი ინფილტრატები, ეკსუდატი, უშვილობა და სხვ.).

ტალახით მკურნაობა ტარდება ყოველდღე, დღეგამოშვებით ან ორი დღე ზედიზედ, მესამე კი დასვენება, აპლიკაციების სახით წელის არეში (,,შარვალი“ ან ,,ტრუსები“), 42-440, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთი. მკურნალობის კურსი შედაგენს 15-20 პროცედურას ან ტალახის აბაზანები 36-380. ერთდროულად ავადმყოფებს ენიშნებათ ტალახის საშოს ტამპონები 44-460 15-20 წუთის განმავლობაში, მკურნალობის კურსი 15-20 პროცედურა.

მიზანშეწნილია ტალახით მკურნალობა შეუთავსდეს: ფიზიოთერაპიას ინდუქტოდერმია, ულტრამაღალი სიხშირის თერაპია, ელექროფორეზი სხვადასხვა მედიკამენტური საშუალებებით (ნოვიკაინი, კალცი, ანტიბიოტიკი და სხვ.).

დასუსტებულ ავადმყოფებს, რომლებიც დაავადებულები არიან მწვავე გინეკოლოგიური დაავადებებით, რომელთაც ძირითადი დაავადების გარდა ექსტრაგენიტალური დაავადებებიც ახლავთ, ტალახის აპლიკაციები უნდა დაენიშნოთ დღეგამოშვებით 38-400, 10 წუთის განმავლობაში, საშოს ტამპონები 40-420 ტემპერატურით, 10 წუთის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 10-12 პროცედურა.

ვულვიტის, კოპიტის,ცერვიციტის, საშვილოსნოს ყელის წყლულების,ბარტოლინიტის, ასევე ჰიპოგენიტალური დარღვევებისას ტალახით მკურნალობ ინიშნება აპლიკაციების სახით  საცვალის არეში და საშოს ტამპონების სახით ზემოთაღნიშნული მეთოდიკის საფუძველზე.

ტალახით მკურნალობა არ არის რეკომენდებული კლიმაქტორული დარღვევების დროს.

 

V. ტალახით მკურნალობის მეთოდიკა კანის დაავადებების დროს

კანის დაავადებებიდან ტალახით მკურნალობა დასაშვებია ეგზემის ქრონიკული ფორმის, შეზღუდული  ნეიროდერმიტებისა და ფსორიაზის დროს  (განსაკუთრებით ფსორიაზული ართრიტის დროს).

აღნიშნული დაავადებების დროსტალახით მკურნალობა აპლიკაციების სახით გამოიყენება, 40-420, ხანგრძლივობით 20 წუთი. პროცედურები ინიშნება დღეგამოშვებით ან ორი დღე ზედიზედ მომდევნო დასვენების დრით. მკურნალობის კურსი 12-15 აპლიკაცია.

 

კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა

და სამკურნალო ტურიზმის სამედიცინო-პრაქტიკული

ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - ი. ტარხან-მოურავი

ხელმოწერილია

 

ბუნებრივი სამკურნალო რესურსების

შესწავლის დარგის ხელმძღვანელი,

დამსახურებული მოღვაწე,

მედ. მეცნიერებათა დიქტორი, 

ადამიანის ეკოლოგიისა და პროფილაქტიკური

 მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი - ა. რობაქიძე.